სამუხრუჭე დისკები
Tuning
ROTINGER გთავაზობთ სამუხრუჭე დისკების ყველაზე ფართო სპექტრს ბაზარზე. ჩვენ ასევე ვქმნით მცირე ხაზს ან თუნდაც ერთჯერად კომპლექტებს მომხმარებლის შეკვეთით. ROTINGER სამუხრუჭე დისკები – როგორც ერთადერთი ამ ფასების სეგმენტში – წარმოდგენილია 5 განსხვავებულ კატეგორიაში. მათი თვისებები – სრულყოფილი ფიზიკური პარამეტრების გარდა – არის ძალიან მიმზიდველი დიზაინი, რომელიც იზიდავს ყველა ტუნინგის მოყვარულს.
სურვილიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პერფორირებული დისკი, მოჭრილი დისკი ან მოჭრილი და პერფორირებული დისკი – და ეს ყველაფერი რამდენიმე სხვადასხვა კონფიგურაციაში. ყველა ნახვრეტი შესრულებულია ისე, რომ ისინი უზრუნველყოფენ დისკების მაქსიმალურ გაგრილებას. დისკების დიზაინი ასევე წინასწარ იქნა შემუშავებული, იმისათვის რომ ყოფილიყო მომხმარებლისთვის ვიზუალურად მიმზიდველი. დიზაინი ასევე ხელს უწყობს სამუხრუჭე ხუნდების ზედაპირის ფენის იდეალურ წმენდას (ინარჩუნებს პრიალა ზედაპირს).
ROTINGER Tuning დისკების მთავარი უპირატესობები:
- მაღალი ხარისხის მასალა
- ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება წარმოებაში
- მოჭრის და პერფორაციის დროს გამოყენებული უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგია
- უფრო მოკლე სამუხრუჭე მანძილი
- ნაკლებად აბინძურებს გარემოს და ხელს უშლის გამონაბოლქვის წარმოქმნას
- უფრო სწრაფი გაგრილება
- ძლებს უფრო დიდხანს
ROTINGER ტუნინგის ხაზი განკუთვნილია:
- იმ მძღოლებისთვის ვისთვისაც უსაფრთხოება ტოპ პრიორიტეტია და ამასთანავე, უყვართ სისწრაფე.
- მოტორსპორტის მოყვარულებისთვის, რომლებიც აპირებენ შეუერთდნენ რალის სამყაროს
- ტუნინგის მოყვარულებისთვის, რომლებიც აქტიურად ეძებენ უსაფრთხო და თანამედროვე სამუხრუჭე დისკებს.
ყურადღება!
ROTINGER -ის სამუხრუჭე დისკების დიზაინი შემუშავებულია კვლევებისა და ტესტირების საფუძველზე. დაუშვებელია მისი დიზაინის გადატანა სხვა წარმოების სამუხრუჭე დისკებზე. ROTINGER წარმოების შემდეგ დისკებს ექსტრემალურ პირობებში უტარებს ტესტირებას, რომლის შედეგადაც პროდუქტის ექსპლუატაციის უსაფრთხოება გარანტირებულია.