სამუხრუჭე დისკები
High performance
ტემპერატურის ცვალებადობა ხშირად დიდ პრობლემას წარმოადგენს თანამედროვე მანქანებისთვის. მცირე მანძილის გავლის დროსაც კი, მძღოლები უჩივიან უსიამოვნო ვიბრაციას დამუხრუჭების დროს. ROTINGER ამ არასასურველი შედეგისგან თავის დაცვის მარტივი გამოსავალი აქვს – სამუხრუჭე დისკოების High Performance სერია. ეს ხაზი გამოირჩევა ნახშირბადის მაღალი შემცველობით და არის სრულიად ინოვაციური მიდგომა სამუხრუჭე დისკების წარმოებაში.
ROTINGER HP სამუხრუჭე დისკებს, რომლებიც შედიან High Carbon (მაღალი ნახშირბადის) კლასში, აქვთ განსხვავებული სტრუქტურა. მისი შემადგენლობის დამსახურებით, მარტივად მცირდება გადახურების რისკი, აქვს ტემპერატურის კონტროლის უნარი და შესაბამისად, არ აქვს მიდრეკილება თერმული დეფორმაციისკენ (ე.წ თერმო რეზისტენტულობა – რამდენად სწრაფად შთანთქავს სითბოს და როგორ უმკლავდება ტემპერატურის ცვლილებებს).
ROTINGER HP სერიის დისკები იწარმოება როგორც სტანდარტული, ისე სპორტული ავტომობილებისთვის ( ასორტიმენტის ინდექსი „HP”).