ROTINGER

სამუხრუჭე დისკები

სამუხრუჭე დისკები

როტინგერის სამუხრუჭე დისკები ევროპის ბაზარზე წარმოდგენილია
1400-ზე მეტი დასახელების პროდუქტით და მოიცავს ბაზრის 95%-ს. ჩვენ ძალიან
დიდ ყურადღებას ვაქცევთ წარმოების ტექნოლოგიას, პროცესს და თითოეულ დეტალს
სიფრთხილით ვაკვირდებით. როტინგერის დისკების წონა მკაცრად კონტროლდება,
რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მომხმარებლების კომფორტული
გადაადგილებისთვის.

როტინგერის სამუხრუჭე დისკების სხვა უპირატესობები:

  • წონა: 600 გრამი
  • უჟანგავი
  • ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები

 

გაიცანით ROTINGER დისკები:

ROTINGER GRAPHITE Line – ხაზი – პრემიუმ კლასის პროდუქტია ინნოვაციური ანტი-კოროზიული ფენით. ისინი იდეალურია იმ მძღოლებისთვის, ვისთვისაც უსაფრთხოება პირველ ადგილზეა, აქვთ დინამიური ტარების სტილი და მნიშვნელობას ანიჭებენ დიზაინს.

ROTINGER HP სამუხრუჭე დისკებს, რომლებიც შედიან High Carbon (მაღალი ნახშირბადის) კლასში, აქვთ განსხვავებული სტრუქტურა. მისი შემადგენლობის დამსახურებით, მარტივად მცირდება გადახურების რისკი, აქვს ტემპერატურის კონტროლის უნარი და შესაბამისად, არ აქვს მიდრეკილება თერმული დეფორმაციისკენ

TUNING. ROTINGER გთავაზობთ სამუხრუჭე დისკების ყველაზე ფართო სპექტრს ბაზარზე. ჩვენ ასევე ვქმნით მცირე ხაზს ან თუნდაც ერთჯერად კომპლექტებს მომხმარებლის შეკვეთით. ROTINGER სამუხრუჭე დისკები – როგორც ერთადერთი ამ ფასების სეგმენტში – წარმოდგენილია 7 განსხვავებულ კატეგორიაში.

ROTINGER BS Line სამუხრუჭე დისკების ფართო ასორტიმენტი ინტეგრირებული საკისრებითა და ABS სენსორული რგოლებით (მექანიკური ან მაგნიტური) პოპულარული ფრანგულ მანქანებში.

ROTINGER სამუხრუჭე დისკების და დოლების წარმოება ხორციელდება მკაცრი სტანდარტების მიხედვით.

ROTINGER-ის პროდუქციის მაღალი ხარისხი დასტურდება მრავალი სერტიფიკატით

ROTINGER ბრენდი მხარს უჭერს აქტიურ მოტორიზს.